ონლაინგამოცემა Qartli.ge-ის ინფორმაციით, მაშველებმა ხელოვნურ კუნძულზე ჩარჩენილი ექვსი მწყემსიდან ოთხი გადმოიყვანეს, დანარჩენებმა კი საქონელთან დარჩენა გადაწყვიტეს.
სოფელ ქვახვრელის წარმომადგენელმა, დავით ადუაშვილმა განაცხადა, რომ კუნძულის დატბორვის საფრთხე არ არსებობს. წყლის დონეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები აკვირდებიან.