სროლის შედეგად დაჭრილია სამი ადამიანი. ისინი „ჯეოჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც „რეგინფოს“ საავადმყოფოს დირექტორმა, გელა ორველაშვილმა განუცხადა, დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბულურია და გამოკვლევები უტარდებათ. ორველაშვილის თქმით, პაციენტებს სავარაუდოდ ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვთ.
მკვლელობა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.