weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კორონავირუსის 399 ახალი შემთხვევიდან 230 თბილისშია, 28 - იმერეთში, 23 - ქვემო ქართლში

11:00 ხუთშაბათი, 25 მარტი 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 25 638 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 399 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 1.92%-ია.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 399 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 230, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი - 48

ქვემო ქართლი - 23

აჭარა - 22

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 20

შიდა ქართლი - 17

კახეთი - 14

გურია - 9

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9

მცხეთა-მთიანეთი - 4

სამცხე-ჯავახეთი - 3

დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 356 პაციენტი და გარდაიცვალა - 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების 3991 მიმდინარე აქტიური შემთხვევა, საიდანაც:

  • 2281 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 1515 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 770, აჭარაში - 168, იმერეთში - 276;
  • 195 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

302 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 86 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 262 ადამიანი, 6784 კი თვითიზოლაციაშია.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე კორონავირუსი სულ შეადგენს 279 027 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 271 278. დღემდე ვირუსს ჯამში 3732 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]