weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა

13:05 ხუთშაბათი, 25 მარტი 2021

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ ოფიციალურად გამოცხადდა.

„საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და ქართველ და ებრაელ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვანი კავშირების გათვალისწინებით, ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად საქართველოს ძალისხმევას რელიგიური და ეთნიკური ნიშნით შეუწყნარებლობის ყოველგვარი გამოხატულების წინააღმდეგ.

სიტყვით „ჰოლოკოსტი“ აღინიშნება 1933-1945 წლებში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების მიერ ევროპის ტერიტორიაზე ებრაელების, ბოშების, საბჭოთა ტყვეების, შავკანიანი გერმანელების, პოლონელი ინტელექტუალების, იეჰოვას მოწმეების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მიმართ განხორციელებული გენოციდი. გენოციდის შედეგად დაღუპული ებრაელების რაოდენობა 6 მილიონს აჭარბებს.

27 იანვარი (საბჭოთა ჯარის მიერ 1945 წელს ოსვენციმი-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების დღე) ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) 2005 წლის 1 ნოემბერს გამოაცხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]