მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა „რეგინფოს“ განუცხადა, რომ ჯერ უცნობია, როდის იქნება შესაძლებელი გზის გახსნა.
„ჯვრის მხრიდან მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, თუმცა ეს არ იქნება საკმარისი გზის გასაწმენდად, რადგან ჩამოსულია დიდი რაოდენობით ქვა და ლოდები. შესაძლოა აფეთქება დაგვჭირდეს. ამ დროისთვის ადგილზე მიდიან სპეციალისტები, რომლებიც შეისწავლიან მდგომარეობას და ამის შემდეგ დაიგეგმება სხვა ღონისძიებები“, – ამბობს კაპიტონ ჟორჟოლიანი.