weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კომენდანტის საათის გაუქმების ფუფუნება არ გვაქვს – ჯანდაცვის მინისტრი

12:36 პარასკევი, 26 მარტი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმება არ იგეგმება, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს.

„გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს ამის საფუძველი, ასევე არ გვაქვს ამის ფუფუნება, პანდემია კვლავ საქართველოშია, ისევე როგორც მსოფლიოში. ვაკვირდებით, რომ ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვნად მიმდინარეობს გამკაცრებები, მაშინ როდესაც საქართველოში მნიშვნელოვანი შემსუბუქებები გვაქვს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

24 საათში საქართველოში ჩატარებული 29 341 ტესტის შედეგად, დღეს კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 203 - თბილისში. ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 1.89%-ია.

დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 6 პაციენტი, 307 კი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ე.წ. კომენდანტის საათს, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა 2020 წლის 28 ნოემბრის შემდეგ არის შეზღუდული. აღნიშნული რეგულაციის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]