weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისში 4 ობიექტში ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის და ვადაგასული ხორცი დალუქეს

16:28 პარასკევი, 26 მარტი 2021

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-25 მარტს, თბილისის მასშტაბით ცხრა ობიექტი შემოწმდა, საიდანაც ოთხში 490 კილოგრამი გაურკვეველი წარმომავლობის (ხორცს არ ახლდა სასაკლაოს მიერ გაცემული ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი ) და 507კგილოგრამი ვადაგასული ხორცი დაილუქა.

სააგენტოს ცნობით, გაურკვეველი და ვადაგასული ხორცი განთავსებული იყო შემდეგ ობიექტებში:

  • ინდივიდუალური მეწარმე (მის: ფიფიას ქ.17) – 147 კგ ვადაგასული ხორცი;
  • შპს „ისთანბულ“ ( ს/კ 438111268) მის: მეველის ქ.25) – 340 კგ გაურკვეველი წარმომავლობის, 360 კგ-მდე ვადაგასული ხორცი;
  • შპს „სანდრო“ (ს.კ 439395085 მის: აგლაძის ქ.32) – 100 კგ-მდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი;
  • შპს „ჯი ემ ენ ხორც პროდუქტები“ (ს/კ 433103722 მის: აგლაძის ქ.32) – 50 კგ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ხორცი დაილუქა და განადგურდება.

„სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა ორ ობიექტს - შპს „ნიკორას“ (ს/კ 454409480 მის: დიდუბე, აგლაძის ქ. 32; აღნიშნულ ობიექტს კავშირი არ აქვს იგივე დასახელების სავაჭრო ქსელ „ნიკორასთან“) და შპს.„ინას“ (ს.კ 422431791 მის: დიდუბე, გოგლაურის ქ. N5)“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]