მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კოორდინატორმა, თამუნა უჩიძემ გაავრცელა. მისი თქმით, პრობლემის მოგვარებას ადგილობრივები 2019 წლიდან ითხოვენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, ურავლის ხეობაში გზისპირა ფერდობები ნაშალი და მოძრავი ქვებისგან მიმდინარე წლის იანვრის თვეში გაიწმინდა. მათივე თქმით, მსგავის ღონისძიებებს პერიოდულად ახორციელებენ.