ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების გაცემა 2014 წლიდან დაიწყო და 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, ექვსწლიანი ვადა გახანგრძლივდა და მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით განისაზღვრა.
„ვინაიდან, ქვეყნის მასშტაბით მიმოქცევაში დარჩენილი იყო დიდი რაოდენობის ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი, მომსახურების სააგენტომ არაერთხელ მოუწოდა შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს, დროულად მიემართათ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისთვის. მომსახურების სააგენტოს მიერ არაერთხელ მოხდა ასევე, საზოგადოებისთვის ინფორმირება, რომ ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების მოყვანა და დათვალიერება სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში“, – აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.
ძველ სანომრე ნიშნებს იურიდიული ძალა უწყდება 2021 წლის 1 აპრილიდან, თუმცა ნებისმიერ მოქალაქეს აღნიშნული თარიღის შემდეგაც შეუძლია კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები შეცვალოს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში სატრანსპორტო საშუალების მიყვანის და დათვალიერების გარეშე.
ამ თემაზე:
ტრანსპორტის ძველ სანომრე ნიშნებს ძალა 31 მარტს ეკარგება - როგორ შევცვალოთ