weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ძველი სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა არ გადაიწევს, 1-ლი აპრილიდან დაჯარიმდებით

22:03 პარასკევი, 26 მარტი 2021

მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებთან გრძელი რიგების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აპირებს ვადის გადაწევას სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ახლით შესაცვლელად. დრო 31 მარტს იწურება და 1-ლი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილის გადაადგილების გამო, მფლობელი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების გაცემა 2014 წლიდან დაიწყო და 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, ექვსწლიანი ვადა გახანგრძლივდა და მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით განისაზღვრა.

„ვინაიდან, ქვეყნის მასშტაბით მიმოქცევაში დარჩენილი იყო დიდი რაოდენობის ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი, მომსახურების სააგენტომ არაერთხელ მოუწოდა შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს, დროულად მიემართათ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისთვის. მომსახურების სააგენტოს მიერ არაერთხელ მოხდა ასევე, საზოგადოებისთვის ინფორმირება, რომ ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების მოყვანა და დათვალიერება სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში“, – აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.

ძველ სანომრე ნიშნებს იურიდიული ძალა უწყდება 2021 წლის 1 აპრილიდან, თუმცა ნებისმიერ მოქალაქეს აღნიშნული თარიღის შემდეგაც შეუძლია კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები შეცვალოს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში სატრანსპორტო საშუალების მიყვანის და დათვალიერების გარეშე. 

ამ თემაზე:

ტრანსპორტის ძველ სანომრე ნიშნებს ძალა 31 მარტს ეკარგება - როგორ შევცვალოთ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]