weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

35 560 ტესტის შედეგად კორონავირუსის 490 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:35 შაბათი, 27 მარტი 2021

24 საათში კორონავირუსზე ჩატარებული 35 560 ტესტის შედეგად, საქართველოში ინფიცირების 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 219 პაციენტი, ხოლო 8 გარდაიცვალა.

26 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.34%-ია, ბოლო 14 დღის –1.62%, ხოლო 7 დღის – 1.77%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 490 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 256, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 69

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 41

აჭარა – 36

შიდა ქართლი – 26

ქვემო ქართლი – 22

კახეთი – 20

მცხეთა-მთიანეთი – 7

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7

გურია – 6

სამცხე-ჯავახეთი – 0

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 279 936 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 271 804 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3746 გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 4360 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 2579 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 1589 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 800, აჭარაში - 178, იმერეთში - 285;
  • 192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

ამ დროისთვის 313 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 71 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 301 ადამიანი, ხოლო 7448 თვითიზოლაციაშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]