weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აპრილში ჩინური კომპანია „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000-მდე დოზის შემოტანა იგეგმება

08:50 კვირა, 28 მარტი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აპრილში საქართველოში ჩინური კომპანია „სინოფარმის“ ვაქცინის დაახლოებით 100 000 დოზა შემოვა.

„კონტრაქტია დადებული ერთ-ერთ ცნობილ ჩინურ მწარმოებელ კომპანია „სინოფარმთან“, რომლითაც ათეულობით მილიონი ადამიანია აცრილი ჩინეთში, ემირატებში, სერბეთში, უნგრეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში.

აპრილში „სინოფარმის“ დაახლოებით 100 000 დოზა შემოვა საქართველოში. ის ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, მაგრამ მას აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია“, – განაცხადა პირველ არხთან ინტერვიუში გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ამავდროულად გრძელდება მოლაპარაკებები „ფაიზერთან“,„ნოვოვაქსთან“, „ჯონსონ ენდ ჯონსონთან“ და სხვა მწარმოებლებთან.

„მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები „ფაიზერთან“, „ნოვოვაქსთან“, „ჯონსონ ენდ ჯონსონთან“, ინდოეთის სერუმის ინსტიტუტთან და ბევრ მწარმოებელთან, რათა საქართველოში თანდათან შემოვიტანოთ ვაქცინების მეტი რაოდენობა. გვინდა, რომ ივლისიდან ფართოდ გაიშალოს ე.წ. მასობრივი ვაქცინაცია.

ჩვენ სპეციალურ დიდ ამცრელ სივრცეებზე ვმუშაობთ, რომელმაც დღეში 5000-6000-7000 და მეტი ადამიანი უნდა გაატაროს. ამის გეგმა მაისში იქნება წარმოდგენილი, როგორი უნდა იყოს ის ბათუმში, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში. აქედან გამომდინარე, ეს ტემპი სრულიად არ არის დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 და „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზაა შემოსული. „ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება, „ასტრაზენეკა“ კი 15 მარტიდან გამოიყნება.

ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. ამ ეტაპზე, ჯანდაცვის მუშაკები და 65 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეები იცრებიან. 26 მარტის მდგომარეობით, აცრილია 4344 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]