weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

07:30 ორშაბათი, 29 მარტი 2021

თელავის რაიონულმა სასამართლომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ერთი ადამიანის მკვლელობისა და სამის დაჭრის საქმეზე დაკავებულებს – ალექსანდრე და ჯუანშერ ტურიაშვილებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

56 წლის ალექსანდრე ტურიაშვილს ბრალად მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა, ხოლო 41 წლის ჯუანშერ ტურიაშვილს დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობა, განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედება.

ადვოკატმა ალექსანდრე ტურიაშვილისთვის 5000 ლარიანი, ჯუანშერ ტურიაშვილისათვის კი 10 000 ლარიანი გირაოს შეფრდების შუამდგომლობა დააყენა, რასაც მოსამართლე არ დაეთანხმა.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალების განხილვაში არ შევალ. ჩვენ უბრალოდ არ დავეთანხმეთ აღკვეთის ღონისძიებას. დავაყენეთ შუამდგომლობა გირაოსთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სასამართლოს წინაშე ვითხოვეთ, რომ თუ ჩვენს მიერ შეთავაზებული გირაოს თანხა ვერ უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნებს და ამოცანებს, მოსამართლეს მისი შეხედულებისამებრ, გაეზარდა ამ თანხის ოდენობა, რაც არ დაკმაყოფილდა“, – განაცხადა ადვოკატმა ილია ოთარაშვილმა.

სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის არგუმენტები, რომ თუ ბრალდებულების მიმართ პატიმრობა არ იქნებოდა გამოყენებული, გაჩნდებოდა მათ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე.

ჯუანშერ ტურიაშვილი დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს, ხოლო ალექსანდრე ტურიაშვილი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 18 მაისს ჩაინიშნა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები მალხაზ ბადუაშვილის ავტომობილი 25 მარტს, დილით დაცხრილეს, რის შედეგადაც ავტომობილში მყოფი სამი ადამიანი, მათ შორის, მალხაზ ბადუაშვილიც, დაიჭრა, ერთი კი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 41 წლის იმედა ჩიქობავაა, რომელიც სამეგრელოდან გურჯაანში, მეგობრებთან ერთად, სამუშაოდ იყო ჩასული. ის მუშად ბადუაშვილს ჰყავდა დაქირავებული.

პოლიციამ ტურიაშვილები მალევე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებული ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, კალაშნიკოვის სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

მალხაზ ბადუაშვილი 2005 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს და სასჯელაღსრულების დაწესებულება დაახლოებით ერთი წლის წინ დატოვა. ჯუანშერ და ალექსანდრე ტურიაშვილები 2005 წელს მოკლული ვანო ტურიაშვილის ნათესავები არიან. თავმდამსხმელებს, სავარაუდოდ, შურისძიების მიზნით ბადუაშვილის მოკვლა ჰქონდათ განზრახული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]