weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

გადასაღვრელად გადადებული ვაქცინების გაკეთების მსურველები მთავრობას პეტიციით მიმართავენ

12:42 ორშაბათი, 29 მარტი 2021

ვაქცინაციის მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს პეტიციით მიმართავს. ელექტრონული პეტიციის ავტორთა ინიციატივაა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების სარეგისტრაციო გვერდზე (booking.moh.gov.ge) დაემატოს სათადარიგო ჯავშნების ფუნქცია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მზად არიან, აიცრან გამოუყენებლად დარჩენილი, გადასაღვრელად განკუთვნილი ვაქცინით. 

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა 10-დოზიან ფლაკონებშია, ამიტომ, იმისთვის, რომ ვაქცინის დოზები არ დაიკარგოს, საჭიროა ფლაკონის გახსნის დროს ასაცრელთა რიგში 10 ადამიანი იყოს.

„სათადარიგო რეგისტრაციის დაშვებით დაიზოგება ძვირფასი რესურსი და შემცირდება მის შესაძენად გაწეული ხარჯი; გაიზრდება აცრილთა რაოდენობა; იმ ადამიანთა აცრით, რომლებიც გადასაღვრელად გადადებულ ვაქცინებს აითვისებენ, ვაქცინაციის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებში გაჩნდება რწმენა ვაქცინების მიმართ; გამრავალფეროვნდება აცრილთა კატეგორიები და ასაკობრივი ჯგუფები; დამატებით წვლილს შევიტანთ პანდემიის დაძლევის ძალისხმევაში“, – აცხადებს საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც ჟურნალისტები, ექიმები, სოციალური მუშაკები და სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლები შედიან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 70 ადამიანი აიცრა.

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 და „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზაა შემოსული. „ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება, „ასტრაენეკა“ კი 15 მარტიდან გამოიყნება. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. ამ ეტაპზე, ჯანდაცვის მუშაკები და 65 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეები იცრებიან. 26 მარტის მდგომარეობით, ჯამში 4344 ადამიანი იყო აცრილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]