weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი სულ მცირე 20%-ით გაიზარდა

11:17 სამშაბათი, 30 მარტი 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში ჩატარებული 30 751 კვლევის შედეგად, კორონავირუსი 673 ადამიანს დაუდასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 298 პაციენტი და დაფიქსირდა გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა.

29 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.19%-ია, ბოლო 14 დღის – 1.69%, ხოლო 7 დღის – 1.60%.

გუშინ, 29 მარტს, 14 298 ტესტის შედეგად 171 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 28 მარტს – 25 934 ტესტი ჩატარდა და 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. წინა დღეების მონაცემები ასეთია:

  • 27 მარტი – ჩატარდა 35 560 ტესტი და დადასტურდა 490 ახალი შემთხვევა
  • 26 მარტი – ჩატარდა 29 341 ტესტი და დადასტურდა 419 ახალი შემთხვევა
  • 25 მარტი – ჩატარდა 25 638 ტესტი და დადასტურდა 399 ახალი შემთხვევა
  • 24 მარტი – ჩატარდა 23 293 ტესტი და დადასტურდა 450 ახალი შემთხვევა
  • 23 მარტი – ჩატარდა 20 903 ტესტი და დადასტურდა 528 ახალი შემთხვევა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 673 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 330, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 71

იმერეთი – 67

შიდა ქართლი – 57

აჭარა – 56

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26

გურია – 22

ქვემო ქართლი – 19

კახეთი – 14

მცხეთა-მთიანეთი – 7

სამცხე-ჯავახეთი – 4

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე კორონავირუსის 281 145 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. აქედან 272 899 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელებულია. დღემდე ვირუსს 3773 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების 4447 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 2609 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 1624 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 770, აჭარაში – 208, იმერეთში – 289;
  • 214 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

326 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 68 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 263 ადამიანი, 7922 ადამიანი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]