weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისიდან ექვსი მოსწავლე რუსულის შესასწავლად ანექსირებულ ყირიმში გაგზავნეს

13:02 სამშაბათი, 22 აგვისტო 2017
თბილისიდან ექვსი მოსწავლე რუსულის შესასწავლად ანექსირებულ ყირიმში გაგზავნეს ფოტო © "სპუტნიკი"

რუსული ენის უკეთ შესწავლის მიზნით, თბილისის 166–ე სკოლის ექვსი მოსწავლე, ანექსირებულ ყირიმში, „არტეკის“ საერთაშორისო საბავშვო ცენტრში გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს.

„რაც უფრო მეტი ენა გეცოდინება, მით უკეთესია. მე რუსეთში დავიბადე, ექვსი წლის ასაკში საქართველოში ჩამოვედი და დავიწყებული მაქვს რუსული, მაგრამ სკოლაში რუსული ენის გაკვეთილებზე დავიწყე ენის გახსენება“, - ციტირებს „სპუტნიკი“ ერთ–ერთი ბავშვის კომენტარს.

სააგენტოს ცნობით, სკოლის მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის პირველი საერთაშორისო გაცვლა რუსულ ენაში „არტეკში“ 7 აგვისტოდან 27 აგვისტომდე ტარდება. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორია რუსული ენის საბჭო, რომელიც რუსეთის მთავრობის ფარგლებში ფუნქციონირებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, სამწუხაროა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ან ერთმა კონკრეტულმა მასწავლებელმა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც სკოლის მოსწავლეები რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მოხვდნენ.

„ჩვენი ხელისუფლების პოზიცია ურყევია და ვგმობთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ პოზიციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მოვუწოდებთ ყველა სკოლის ადმინიატრაციას და მასწავლებელს მომავალში მიიღონ მეტი ინფორმაცია და გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი.

ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა შესაბამისი კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან, რა დროსაც მათ განემარტათ მომხდარი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად შეისწავლის, იყო თუ არა ეს მასწავლებლის ინდივიდუალური გადაწყვეტილება თუ მიზანმიმართული ქმედება“, – განაცხადეს სამინისტროში. 

თბილისის 166–ე საჯარო სკოლის დირექცია უარყოფს სააგენტო „სპუტნიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ექვსი მოსწავლე რუსული ენის გასაუმჯობესებლად ყირიმში, „არტეკის“ საერთაშორისო საბავშვო ცენტრში, მათი სკოლიდან გაემგზავრა.

სკოლის დირექციის ინფორმაციით, სააგენტოს მიერ დასახელებული რუსული ენის მასწავლებელი არ არის სსიპ ქალაქ თბილისის N166 საჯარო სკოლის თანამშრომელი და არც აღნიშნული მოსწავლეები ირიცხებიან სსიპ ქალაქ თბილისის N166 საჯარო სკოლაში.

სააგენტო „სპუტნიკმა“ ქართველი მოსწავლეების ყირიმში სტუმრობის თაობაზე ინფორმაციაში შესწორება შეიტანა. შესწორებული ინფორმაციის თანახმად, ყირიმში მდებარე „არტეკის“ ბანაკში თბილისის 146-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები გაემგზავრნენ. როგორც სკოლის მოსწავლეებმა სააგენტო „სპუტნიკს“ განუცხადეს, რუსული ენის მასწავლებელმა თამრიკო ჩალახეშაშვილმა მათ კონკურსის შესახებ აცნობა, რომელსაც პუშკინის სახელობის რუსული ენის სახელმწიფო ინსტიტუტი ატარებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]