weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ეპიდსიტუაცია უარესდება, კონტროლი უნდა გამკაცრდეს - გამყრელიძე

13:39 სამშაბათი, 30 მარტი 2021

„ბოლო ორ კვირაში, ყველა ის მაჩვენებელი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, მხედველობაში მაქვს ინციდენტობა 100 ათას მოსახლეზე, ახალი შემთხვევები, დადებითობის მაჩვენებელი, რომელსაც საკმაოდ კარგი დინამიკა ჰქონდა, მაგრამ ტენდენცია გამოჩნდა გაუარესებისკენ, განსაკუთრებით დღეს გვაქვს 673 ახალი შემთხვევა, რაც ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, თუ არ გამკაცრდა ზედამხედველობა და აღსრულებაზე კონტროლი, „კიდევ იგივეს ვიმეორებთ, რაც გავიმეორეთ აგვისტოში, როცა დავიჯერეთ, რომ გავიმარჯვეთ კორონავირუსულ ინფექციაზე“.

„მომაწოდეს ძალიან ბევრი ვიდეო. კარგია, ახალგაზრდები რომ სადმე იკრიბებიან, მაგრამ სხვადასხვა დაწესებულებაში, ღამის კლუბებში ისევ და ისევ დიდი შეკრებები, ისევ და ისევ „დროსტარება“, რაც აპრილში ძალიან ცუდ სიტუაციამდე მიგვიყვანს.

განმეორდება ისევ სამწუხარო ნოემბერი და დეკემბერი ამდენი მსხვერპლით, რაც იმ ორ თვეში გვქონდა“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მან მოუწოდა მოქალაქეებს, ატარონ პირბადე, დაიცვან ფიზიკური დისტანცია, მოერიდონ დიდ თავშეყრებს და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრას ყველა, ვისაც ეკუთვნის.

„ქვეყანაში დღეიდან დაიწყო „ფაიზერით“ აცრა. კარგი მონაცემები მაქვს, ადამიანები აქტიურობენ. გუშინაც „ასტრაზენეკაზე“ გაიზარდა ამცრელთა რაოდენობა. თუ გუშინწინ იყო სულ 70, გუშინ გვქონდა უკვე 700-ზე მეტი, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა.

მარტ-აპრილ-მაისში, დღეში სულ მცირე 3000 აცრა უნდა გვქონდეს, რომ ქვეყანაში ე.წ საზოგადოებრივი იმუნიტეტი შევქნათ“, - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, მასობრივი იმუნიზაცია, სავარაუდოდ, ივლისიდან დაიწყება, რისთვისაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა მწარმოებლებთან და ამ წლის განმავლობაში, საქართველოში, რამდენიმე ვაქცინა შემოვა.

„იქნება არამხოლოდ ჩინეთის წარმოების ვაქცინა. გუშინ მოვიდა კონტრაქტი მეორე ვაქცინაზე, ეს არის „ნოვავაქსის“ ვაქცინა, რომელთანაც უკვე დაახლოებით ორი თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ეს არის ამერიკული კომპანია და მის მიერ წარმოებული ვაქცინა განსხვავდება პრინციპით დღეს არსებული „ასტრაზენეკას“, „მოდერნას“, „ფაიზერის“ ან ჩინურის ვაქცინისგან, ცოტა სხვა პრინციპზეა დამყარებული მისი წარმოება. „ნოვავაქსი“ არის ვაქცინების უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. ჩვენ გარდა „კოვაქსისა“, პირდაპირი მოლაპარაკება გვაქვს „სერუმ ინსტიტუტთან“ და ახლა მიმდინარეობს საუბარი დაახლოებთ მილიონი დოზა „ნოვავაქსის“ შესყიდვაზე. გარდა ამისა, ქვეყანა აწარმოებს პირდაპირ მოლაპარაკებებს „ფაიზერთან“, არა „კოვაქსის“ გავლით, არამედ პირდაპირ „ფაიზერის“ შესყიდვასთან დაკავშირებით. ველოდებით „ფაიზერისგან“ მოწოდების პირობებს და ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ჯონსონ & ჯონსონთან“. ამ წლის განმავლობაში სხვადასხვა ვაქცინები გამოჩნდება ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ და განმარტა, რომ მასობრივი იმუნიზაცია სავალდებულო ვაქცინაციას არ გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]