weather cur horoscope tv
ნოემბერი 28, 2024

„აფხაზეთი საქართველოა“ - ვიდეოს გამო სოხუმში გოგოს მიმართ გამოძიება დაიწყო

14:30 სამშაბათი, 30 მარტი 2021
ფოტოზე - ალიონა თანია ფოტოზე - ალიონა თანია

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სოხუმში მცხოვრები 19 წლის ალიონა თანიას წინააღმდეგ, გოგონას მიერ სოციალურ ქსელებში ნათქვამის გამო - „აფხაზეთი საქართველოა“.

„ამ ფაქტთან დაკავშირებით უამრავი მოქალაქის საჩივარი მივიღეთ. საქმის ფიგურანტებთან ერთად, გამოკითხვაზე მათი მშობლებიც დაიბარეს. ვიდეოჩანაწერის მონაწილემ, ალიონა თანიამ ბოდიში საჯაროდ მოიხადა, თუმცა ეს ამბავი მხოლოდ „წუხილით“ არ დასრულდება“, - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო.

დაკითხვაზე მისულ გოგონას ბოდიში საჯაროდ, კამერის წინ მოახდევინეს. „მე გამოვაქვეყნე ვიდეო, სადაც ვთქვი, რომ აფხაზეთი საქართველოა. ამის გაკეთება მთხოვეს. ბოდიშს გიხდით, ძალიან ვწუხვარ“, - ამბობს თანია.

გავრცელდა გოგონას მამის კომენტარიც, რომელიც ასევე დაკითხვაზე იმყოფებოდა. მამაკაცი აცხადებს, რომ შვილისგან ასეთ საქციელს არ ელოდა: „ეს არასწორია. 17 წლიდან ომი თავიდან ბოლომდე გამოვიარე. სოხუმის 1-ელ ბატალიონში ვმსახურობდი. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ჩემი შვილი ამაზე წავიდოდა“.

მომხდარის შემდეგ გოგონამ ვიდეო მალევე წაშალა, რის შემდეგაც 29 მარტს სოციალურ ქსელ TikTok-ში ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის აცხადებს, რომ „აფხაზეთი აფხაზეთია“.

უცნობია ალიონა თანიას რა სასჯელი ემუქრება.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებიდან ამ საკითხზე კომენტარი არ გაკეთებულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]