weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქალების გასაძლიერებლად USAID-მა თიბისისთან თანამშრომლობით გრეის ჰოპერის ჯილდო დააწესა

15:27 სამშაბათი, 30 მარტი 2021

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, თიბისისთან, მაშავის ცენტრთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით საქართველოში გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს აწესებს. ჯილდოს მიზანია წარმოაჩინოს ადგილობრივი გოგონები და ქალები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT) და გამოავლინოს ის ორგანიზაციები, პროგრამები და ინიციატივები, რომლებიც ტექნოლოგიების ინდუსტრიაში გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ.

პროგრამა ამერიკელი კომპიუტერული მეცნიერისა და პირველი ამერიკელი კომპიუტერული პროგრამისტი ქალის - გრეის ჰოპერის სახელს ატარებს.

„დღეს, როდესაც საქართველოში ქალების ჩართულობა ICT სექტორში ასეთი დაბალია, ძალიან მნიშვნელოვანია, ისეთი ინიციატივების განხორციელება, რაც მათ მონაწილეობას ამ სფეროში უფრო გაზრდის. ამ მიმართულებით გავრცელებულია სტერეოტიპები, გვაქვს როლური მოდელების ნაკლებობა და სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც დავაწესეთ გრეის ჰოპერის ჯილდოს პროგრამა. ჩვენი მიზანია, ამ სფეროში უკვე წარმატებული გოგონების და ქალების წარმოჩენა. გვსურს იმ ორგანიზაციებისა და პროგრამების წვლილის აღნიშვნა, რომლებმაც ამ კუთხით პოზიტიურ ცვლილებებს მიაღწიეს.  გვაქვს იმედი, რომ გრეის ჰოპერის პროგრამით, ჩვენ მოტივაციას მივცემთ მეტ გოგონას და ქალს ჩაერთონ ამ სექტორში და ასევე, წავახალისებთ ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ ქალების ამ მიმართულებით გაძლიერებას,“ - აღნიშნავს მარიამ ქობალია, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ახალგაზრდებისა და გენდერის სპეციალისტი.

„ეს პროექტი პირდაპირ შეესაბამება თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის პრიორიტეტებს, მხარი დაუჭიროს ქალების ჩართულობას ტექნოლოგიებში, განსაკუთრებით კი, ICT სფეროში. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება მონაწილეობა მივიღოთ ასეთ დროულ წამოწყებაში. ეს შესაძლებლობას მოგვცემს გავაძლიეროთ ქალების ჩართულობა ტექნოლოგიებში და იმედი გვაქვს, რომ მათი მხრიდანაც კიდევ უფრო გაიზრდება ინტერესი ამ მიმართულებების მიმართ მომავალში. გარდა ამისა, გრეის ჰოპერის ჯილდოს პროგრამა უზრუნველყობს მონაწილეების აღიარებას ამ სფეროებში და პარტნიონი ორგანიზაციების ჩართულობით, დაეხმარება მათ პროეფესიულ ზრდას და ბიზნეს პერსპექტივების გაფართოებას,“ - განაცხადა ნიკა ქურდიანმა, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

 ღია ნომინირებისა და ნომინირებული კანდიდატების ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდეგარი ჟიურის შეფასების შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულებს, გრეის ჰოპერის ჯილდო შემდეგ კატეგორიებში გადაეცემათ:

  • მომავლის ლიდერი - 18 - 30 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელიც ცვლილებებს ახდენს ტექნოლოგიების საშუალებით ან/და აქვს ICT სფეროში განსაკუთრებული მიღწევები.
  • ICT სფეროს ჩემპიონი - ქალი, რომელიც იკავებს გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციას ICT ინდუსტრიაში, თავისი საქმიანობით არის როლური მოდელი სხვა ქალებისთვის და მოაქვს პოზიტიური ცვლილებები ინდივიდუალურად ან/და ორგანიზაციის ფარგლებში.
  • ტექნოლოგიური სტარტაპი - დამწყები ტექნოლოგიურ კომპანია, რომელიც დაარსებულია და/ან წარმართავს ქალი/ქალები და რომელიც ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის ინოვაციურ პროდუქტს, მომსახურებს ან ბიზნეს მოდელს.
  • ქალების გაძლიერების პროგრამა - გამორჩეული პროგრამა, პროექტი ან ინიციატივა, რომელიც მხარს უჭერს გოგონების და ქალების ჩართულობას ტექნოლოგიების სფეროში.
  • მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია - ორგანიზაცია/ინსტიტუტი, რომელიც თავისი საქმიანობით, როგორც ორგანიზაციაში, ისე ორგანიზაციის გარეთ გენდერულ თანასწორობასა და მრავალფეროვნებას წაახალისებს.
  • ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი - ქალი ან მამაკაცი, ვინც შეიტანა წვლილი ქალების გაძლიერებაში, ან ინდივიდუალურად ან ორგანიზაციის ფარგლებში, მათ შორის განახორციელა კონკრეტული ინიციატივები ქალების გასაძლიერებლად და მათი ინტერესების ადვოკატირებისთვის.

გრეის ჰოპერის ჯილდოსთვის ნომინაციების მიღება 26 მარტიდან დაიწყო და გაგრძელდება 2021 წლის 26 აპრილის ჩათვლით. თითეულ კატეგორიაში გამარჯვებულები, გარდა საჯარო აღიარებისა, მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო ვიზიტში ისრაელში, რომელიც ხორციელდება მაშავის ცენტრსა და საქართველოში ისრაელის საელჩოსთან თანამშრომლობით. ამას გარდა, თიბისიმ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ რამდენიმე კატეგორიისთვის სპეციალურ პრიზები დააწესეს.

დამატებითი ინფორმაციისთვის და საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის ნომინაციის გასაკეთებლად, გთხოვთ, ესტუმროთ ვებ. გვერდს: www.ictwomen.ge

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]