30 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.93%-ია, ბოლო 14 დღის – 1.74%, ხოლო 7 დღის – 1.61%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 616 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 319, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 61
იმერეთი – 58
აჭარა – 50
შიდა ქართლი – 35
კახეთი – 25
მცხეთა-მთიანეთი – 20
ქვემო ქართლი – 17
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15
გურია – 14
სამცხე-ჯავახეთი – 2
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 268 პირი და დაფიქსირდა გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 4790 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 2855 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 1674 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 792, აჭარაში - 221, იმერეთში - 277;
- 261 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
ამ ეტაპზე მძიმეა 331 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის 65 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 270 ადამიანი, 8165 კი თვითიზოლაციაში იმყოფება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე (2020 წლის 26 თებერვალი) საქართველოში კორონავირუსის 281 761 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული 273 167 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელებულია. დღემდე ვირუსს ჯამში 3778 ადამიანი ემსხვერპლა.