weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

COVID-19-ზე ვაქცინაციის პროცესში 55 წელს ზევით მოქალაქეებიც ჩაერთვებიან

13:22 ოთხშაბათი, 31 მარტი 2021

ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 5 აპრილიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 55 წლის ასაკს ზევით მოქალაქეებიც ჩაერთვებიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ვიმსჯელეთ იმ კალენდართან მიმართებაში, რომლითაც დღეს საქართველო ხელმძღვანელობს ვაქცინაციის პროცესის წარმართვასთან მიმართებაში. საბჭომ მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინაციის ჯგუფს ჩვენ დავამატებთ ჩვენს მოქალაქეებს 55 წლის ზემოთ. ეს გამოწვეულია იქიდან, რომ ჩვენ დავაკვირდით თუ დიდია ინტერესი და რამდენად კარგი არის აქტივობა ჩვენს მოქალაქეებში, რომლებიც არიან 65 წელს ზევით. ასევე იყო საკმაოდ დიდი მოთხოვნა სწორედ იმ ჯგუფს შორის, რომელიც 55-დან 65 წელს მოიცავდა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამ დრომდე, ვაქცინის გაკეთება მედპერსონალს და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შეეძლოთ. დღევანდელი მონაცემებით, აცრილია 6757 ადამიანი. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]