weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პირველადი მოკვლევით, აცრასთან კავშირი არ დგინდება – ტიკარაძე ექიმის გარდაცვალებაზე

14:50 ოთხშაბათი, 31 მარტი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ პირველადი მოკვლევით, არ დგინდება კავშირი კორონავირუსზე ვაქცინაციასა და მედკაპიტალის ექიმის გარდაცვალებას შორის. მთავარმა არხმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 55 წელს გადაცილებული ქალი ვაქცინაციიდან ორ კვირაში, ჩაფიძის კლინიკაში გარდაიცვალა.

ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ექიმის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს მიიღეს, რის შემდეგაც „მედკაპიტალში“ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები მივიდნენ.  

„პირველადი მოკლვევით, პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის დადგენილი არ არის. რეგულირების სააგენტო არის ადგილზე და მიმდინარეობს მოკლვევა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემაც. მისი თქმით, სანამ ინფორმაცია არ დაზუსტდება, მანამდე მისი მხრიდან ამ საკითხზე საუბარი არაეთიკური იქნება. კითხვაზე, ახასიათებს თუ არა ვაქცინაციას ორი კვირის შემდეგ გართულებები, მან უპასუხა: „აცრის შემდგომი გართულებების 97-99% არის პირველი ორი დღის გართულებები. სერიოზული გართულებები, რა თქმა უნდა, დგება ძალიან სწრაფად“.

მედკაპიტალის გენერალური დირექტორის მოადგილის, მაია აბულაძის თქმით, ექიმს აცრა პროტოკოლის დაცვით ჩაუტარდა და „ვაქცინაციის შემდგომი არანაირი გართულებები არ აღენიშნებოდა“.

„მთავარ არხთან“ ინტერვიუში ჩაფიძის კლინიკის დირქტორმა, გულიკო ჩაფიძემ განაცხადა, რომ პაციენტი 29 მარტს მიიღეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესი იყო.

„ფილტვების უმძიმესი ფიბროზი ჰქონდა, თანდაყოლილი პათოლოგია ფილტვების. გარდაიცვალა სუნთქვითი უკმარისობით. ვაქცინაცია გაუკეთებია 15 მარტს. ისე, რომ ვაქცინაციის ბრალი ეს არ არის. ვაქცინაცია უნდა გაკეთებოდა თუ არა, ეს ინფექციონისტებმა უნდა თქვან. ვაქცინაციის ბრალი რომ ყოფილიყო, იმავე დღეებში უნდა გამოვლენილიყო“, – ამბობს გულიკო ჩაფიძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]