„საბოლოო კომუნიკაციის შეჯერება მოხდა ერთ მილიონ დოზაზე, თუმცა, ამ ეტაპზე, მათგან ველოდებით დასტურს როგორ, რა ფორმატით მოგვაწვდიან და რა განრიგი იქნება შემოთავაზებული ამ მილიონი დოზის მოწოდებაზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში ვაქცინებს ასხვავებენ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შენიშვნა მოჰყვა.
„რაც შეეხება აცრას, ჩვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან უკვე მივიღეთ შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინებს ვასხვავებთ. არანაირად არ არის მათგან ეს საკითხი მისასალმებელი, რადგან მსოფლიოში ყველგან, ადამიანებს არ აქვთ არჩევანის უფლება, ისინი უბრალოდ მიდიან, იკეთებენ ვაქცინას და არ არჩევენ მას სახელისა და მწარმოებლის მიხედვით, ვინაიდან ჩათვლილია, რომ ყველა ვაქცინას აქვს ერთნაირად მაღალი ეფექტურობა, ნაკლები ზიანი და მეტი სარგებელი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ მათი მიდგომა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
„ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. მანამდე, 13 მარტს ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო და ვაქცინაცია ორ დღეში დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 31 მარტის დილის მდგომარეობით, აცრილია 5757 ადამიანი.