weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ზუგდიდში ქალს მატარებელი დაეჯახა – მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

16:10 ოთხშაბათი, 31 მარტი 2021
რადიო ათინათის ფოტო რადიო ათინათის ფოტო

ზუგდიდის რკინიგზის სადგურთან 82 წლის ქალს მატარებელი დაეჯახა. ადგილობრივი საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ განაცხადა, რომ დაშავებულს ქვედა კიდური აქვს მოწყვეტილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„112 ის მიერ, სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად შემოყვანილ იქნა ასაკოვანი ქალბატონი, მარცხენა ქვედა კიდურის ტრავმული ამპუტაციით, წვივის ზედა მესამედის დონეზე, ჰიპოვოლემიური შოკი. პაციენტი სასიცოცხლო ჩვენებით გადადის საოპერაციო ბლოკში. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“, – განაცხადა სულხან ორჟონიამ ჟურნალისტებთან.

პოლიციამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]