„112 ის მიერ, სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად შემოყვანილ იქნა ასაკოვანი ქალბატონი, მარცხენა ქვედა კიდურის ტრავმული ამპუტაციით, წვივის ზედა მესამედის დონეზე, ჰიპოვოლემიური შოკი. პაციენტი სასიცოცხლო ჩვენებით გადადის საოპერაციო ბლოკში. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“, – განაცხადა სულხან ორჟონიამ ჟურნალისტებთან.
პოლიციამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.