weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რესტორანში, სადაც პოზნერი მეგობრებთან ერთად ვახშმობდა, შუქი ჩააქრეს

23:18 ოთხშაბათი, 31 მარტი 2021
მთავარი არხის კადრი მთავარი არხის კადრი

სამოქალაქო აქტივისტებმა ელექტროენერგია გამოურთეს სასტუმრო „ვინოტელის“ რესტორანს, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად, საპროტესტო აქციისა და ხმაურის ფონზე ვახშმობდა.

„მე და ჩემმა მეგობრებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა ჩავაქრეთ შუქი, რომ იმ რუსმა ღორებმა ვერ იქეიფონ შიგნით. ხო იგნორირება გაგვიკეთეს ამდენ ადამიანს? ერთი საათია უკვე ეს ამბები ხდება. მშვიდად ქეიფობენ, არ აინტერესებთ ქართველი ხალხი. არ იღეს ყურად და ახლა იყვნენ სიბნელეში. ვერ აანთებენ, „რუბილნიკს“ ჩვენ ვიცავთ“, – განაცხადა „მთავარ არხთან“ ერთ-ერთმა აქტივისტმა.

ვლადიმერ პოზნერი თბილისში საკუთარი 87-ე დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. მედიის ინფორმაციით, პოზნერს ჩამოჰყვნენ რუსული მედიისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენელები, სულ 50-მდე ადამიანი. საქართველოში პოზნერის შემოშვებას აპროტესტებენ სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. მათი განცხადებით, ხელისუფლებას კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ქვეყანაში არ უნდა შემოეშვა, მით უმეტეს, 31 მარტს - დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს.

 

ამ თემაზე:

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი თბილისში ჩამოვიდა – აქტივისტები აქციას მართავენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]