weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუშეთის გზის 56–ე კილომეტრზე სავალი ნაწილი წყალმა დაფარა

15:43 სამშაბათი, 22 აგვისტო 2017

თუშეთის გზის 56–ე კილომეტრზე, მთიდან მოწყვეტილმა ლოდმა და ნაშალმა მდინარის დინება ისევ გადაკეტა და სავალი ნაწილი წყალმა დაფარა. ამ დროისთვის გზაზე წყლის სიმაღლე 30 სანტიმეტრს აღემატება. დამეწყრილი მთიდან ქვათაცვენის გამო სამანქანო გზის ნაწილიც ჩაინგრა. სატვირთო მანქანები გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ. უსაფრთხო არ არის არც მაღალი გამავლობის ავტომობილების მოძრაობა.

„ჯიპები ჯერ ახერხებენ გავლას, პირდაპირ წყალში, მაგრამ საშიშია. ერთ ღამეში თუ 30 სანტიმეტრზე ამოვიდა წყალი, წარმოიდგინეთ ხვალ რა სიმაღლეზე იქნება. 2 ტრაქტორი კი დგას, მაგრამ კაციშვილი არ არის იქ და არავინ მუშაობს. პოლიციის მანქანაც დგას, მაგრამ არაფერს არეგულირებენ. არადა, მოწყვეტილი მთიდან ქვები ცვივა და სახიფათო ვითარებაა“, – უთხრა „მთის ამბებს“ ლევან სულაკაურმა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის განცხადებით, თუშეთის გზის დატბორილ მონაკვეთზე ტრაქტორი იმიტომ არ მუშაობს, რომ საშიშია.

„ერთი მიზეზის გამო არ მუშაობს იქ ტრაქტორი. იმიტომ, რომ ვერ გაასწრებს თუ ლოდი მოწყდა. მანქანების გატარება კი შეიძლება, ვაკვირდებით სიტუაციას. ვერ ვეკარებით იმ ადგილს. ძალიან მოწყვეტილია მთის ნაწილი. ვერც ალპინისტები შეგვყავს. ვერ გაიგებ რომელი მხრიდან მოწყდება. სადაც დაიტბორა, გზის აწევას მოვახდენთ მიწაყრილით. ერთადერთი ეს არის“.

სტატისტიკური მონაცემებით, აგვისტოში თუშეთს ყველაზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს, დაახლოებით 5–6 ათასი ადამიანი. სოფლებში ომალოში, დართლოსა და შენაქოში საოჯახო სასტუმროების უმეტესობა ტურისტებით არის სავსე. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის ჩაკეტვის შემთხვევაში, ტურისტები ბარში დაბრუნებას საფეხმავლო გზით შეძლებენ ხევსურეთის ან ხადორის უღელტეხილის გავლით. თუშეთის მიმართულებით სამოქალაქო ფრენები არ ხორციელდება და ვერტმფრენით მიმოსვლა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ შვეულმფრენს საქართველოს მთავრობა გამოყოფს.

მასალა სრულად იხილეთ „მთის ამბების“ ვებგვერდზე

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]