weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კორონავირუსით გარდაცვლილი ლანჩხუთელი ექიმის შვილმა ციხეში თავი მოიკლა

00:38 ხუთშაბათი, 01 აპრილი 2021

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა ბრალდებულმა, 28 წლის თორნიკე ორაგველიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. უწყების ცნობით, მას დღეს, 31 მარტს, დედის გარდაცვალების შესახებ აცნობეს.

ბრალდებულის დედა ლანჩხუთელი ექიმი ნანა ცინცაძეა, რომელიც სამი დღის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა.

„31 მარტს დაახლოებით 15:57 საათზე თ.ო.-ს თანამესაკნეები საკნიდან გაყვანილ იქნენ იმავე სართულზე არსებულ აბანოში, ხოლო ბრალდებული თ.ო. დარჩა საკანში. აბანოდან საკანში დაბრუნებისას თანამესაკნეებმა თ.ო. საკნის საპირფარეშოში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. მას ყელის არეში აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა.

პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, ბრალდებული ჩაყვანილ იქნა დაწესებულების სამედიცინო ნაწილში და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, თ.ო.-ს გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარის შესახებ დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელმაც დაიწყო გამოძიება.

აღსანიშნავია, რომ თანამესაკნეების გადმოცემით თ.ო.-მ 31 მარტს შუადღის საათებში პენიტენციური დაწესებულებიდან განახორციელა სატელეფონო ზარი, რა დროსაც შეატყობინეს დედის გარდაცვალების ფაქტი“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

თორნიკე ორაგველიძე N2 დაწესებულებაში 2020 წლის ნოემბრის შემდეგ იმყოფებოდა. პენიტენციური სამსახურის ცნობით, მას ბრალად ქურდობა ედებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]