weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სესხებზე პენსიის 50%-ზე მეტის დაკავება მნიშვნელოვანი გამოწვევაა – სახალხო დამცველი

18:48 ხუთშაბათი, 01 აპრილი 2021

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით ქვეყანაში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მაღალი პროცენტით გაცემული სესხები.

სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოში ხანდაზმულები მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან და სიღარიბის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა.

„ისინი ხშირად დამოკიდებულები არიან სოციალურ დახმარებასა და პენსიაზე, ცხოვრობენ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში დარეგისტრირებული მოსახლეობის 25%-ზე მეტი ხანდაზმული პირია.

კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა ხანდაზმულ პირთა პენსიებზე მაღალი პროცენტით გაცემული სესხების შედეგად პენსიის 50%-ზე მეტი თანხის დაკავება, რაც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს პენსიონერთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

დადგინდა, რომ ამ მხრივ პენსიის დაკავების რაიმე რეგულაცია/შეზღუდვა არ მოქმედებს“, – ნათქვამია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საქართველო დაბერებადი სახელმწიფოა - ხანდაზმული მოსახლეობის პროცენტული წილი ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება. 2020 წლისთვის 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთელი მოსახლეობის 15.1%-ს შეადგენდა, ხოლო 2030 წლისთვის 21%-მდე გაიზრდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]