1 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.15%-ია, ბოლო 14 დღის – 1.80%, ხოლო 7 დღის – 1.73 %.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 529 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 281, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 78
აჭარა – 45
იმერეთი – 34
შიდა ქართლი – 30
გურია – 23
ქვემო ქართლი – 21
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7
მცხეთა-მთიანეთი – 5
სამცხე-ჯავახეთი – 3
კახეთი – 2
ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5035 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 3047 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 1756 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 820, აჭარაში – 241, იმერეთში – 287;
- 232 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
338 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 67 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 231 ადამიანი, 8710 კი თვითიზოლაციაშია.
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსით ინფიცირების 282 789 შემთახვევაა ოფიციალურად რეგისტრირებული. აქედან, 273 930 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. დღემდე ვირუსს ჯამში 3798 პირი ემსხვერპლა.