„ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს სოციალურ პასუხსიმგებლობას და ხანძრის ლოკალიზების შემდეგ შევუერთდებით და ორგანიზებას გავუწევთ ხის დარგვის აქციებს დაზიანებულ ტერიტორიებზე. გავუფრთხილდეთ ბუნებას“, - განაცხადეს სასტუმროს ადმინისტრაციაში.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე ხანძარი 20 აგვისტოს, შუადღეს გაჩნდა. დაახლოებით 24 საათის შემდეგ ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა 21 აგვისტოს, საღამოს ძლიერი ქარის გამო ცეცხლი კვლავ გავრცელდა. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდბა. სამუშაოებში საქართველოს და აზერბაიჯანის სამი ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი და 100-ზე მეტი ტყის მცველია ჩართული.