weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ფართო ლოკდაუნი ამ ეტაპზე ნამდვილად არ იგეგმება – მინისტრის მოადგილე

14:53 პარასკევი, 02 აპრილი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ფართო ლოკდაუნის გამოცხადება არ იგეგმება. მისი თქმით, დღეს პრიორიტეტულია კონკრეტულ ადგილებზე ეპიდემიის გავრცელების ლოკალიზაცია.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სურათი ნამდვილად საყურადღებოა.

„ამ ეტაპზე ნამდვილად არ იგეგმება ფართო ლოკდაუნი, უფრო მეტიც, ამ ეტაპზე ყველაფერი კეთდება, რათა მაქსიმალურად სწარაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება, რადგან ყველას გვესმის, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის უკვე რთულად გადაიტანს. მნიშვნელოვანია, მცირე ანუ ადგილობრივი წერტილოვანი რეაგირება ძალიან სწრაფად, ეს არის ის, რაც ამ პროცესში კეთდება“, – განაცხადა გაბუნიამ.

დღეს, საქართველოში, 24 საათში ჩატარებული 24 646 კვლევის შედეგად, კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან, 281 შემთხევვა გამოვლენილია თბილისში, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია: სამეგრელო-ზემო სვანეთი – 78, აჭარა – 45, იმერეთი – 34, შიდა ქართლი – 30, გურია – 23, ქვემო ქართლი – 21, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 3 და კახეთი – 2.

1 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.15%-ია, ბოლო 14 დღის – 1.80%, ხოლო 7 დღის – 1.73 %.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5035 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]