weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

„ქართული ოცნების“ ოფისთან 12 აქტივისტი დააკავეს

18:06 პარასკევი, 02 აპრილი 2021
რადიო თავისუფლების ფოტო რადიო თავისუფლების ფოტო

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციამ 12 აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავა. აქცია მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად გაიმართა.

აქტივისტებმა პარტიის ოფისთან მავთულხლართები მიიტანეს და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეძახილებით „მონა“ აცილებდნენ. შეძახილებს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი ვოლკსის გაღიზიანება მოჰყვა, რომელმაც აქტვისტებს შეურაცხმყოფელი ჟესტი აჩვენა.

„გვქონდა სრულიად მშვიდობიანი აქცია. ამის ფონზე მობრძანდა ბატონი გია ვოლსკი და ხელის მოძრაობით მოგვაყენა საკმაოდ დიდი შეურაცხყოფა. ამას ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, მოჰყვა პროტესტი, შეძახილები მონა და არანაირი სხვა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდეგ დაიწყო აქციის მონაწილეების დაკავება. დღევანდელ აქციაზე დაკავების კანონიერი საფუძველი არ არსებობდა“, – განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ ერთ-ერთმა წევრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]