weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რიონის ხეობაში პროტესტის ორი მონაწილე დააკავეს

16:48 შაბათი, 03 აპრილი 2021

რიონის ხეობაში, სადაც ნამახვანჰესის მოსამზადებელი სამშაოების განახლებას აპროტესტებენ, ორი ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ორივე მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლების (პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე დააკავა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტები აცხადებენ, რომ ერთი ადამიანი სოფელ ნამოხვანში დააკავეს, რაც მიზნად აქციის სხვა მონაწილეების დაშინებას ისახავდა. სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, სადაც მაკა სულაძე დაკავების შესახებაც საუბრობს, მოძრაობა „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის“ ავრცელებს.

„ჩანჩქერის ტერიტორიაზე ვიდექით, სადაც თავისი ტექნიკა შეიყვანეს და შემოღოვბას აკეთებდნენ. აქედან შეძახილები იყო. ჩვენ ზღვარს არ გადავდივართ, ქვას არ ვისვრით, არ ვაგინებთ, არ ვლანძღავთ და კორექტულად გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს. პოლიცია იდგა. ალბათ, მენეჯერმა გადმოურეკა, ასე ხომ არ გააგრძელებთო, სავარაუდოდ, ასეთი სურათი შეიქმნა. უცებ ატყდა ჩოჩქოლი და რამდენიმე ბიჭი, სრულიად უდანაშაულოები, რომლებიც იდგნენ და ესაუბრებოდნენ პოლიციელებს, არც შეურაცხყოფას აყენებდნენ, არც აგრესიული შეძახილები ჰქონდათ... დავინახეთ, რომ ბიჭებს გვართმევდნენ. პოლიციელები მოგვაწვნენ, ლამის გადაგვთელეს. იქით კიდევ რიონის ნაპირი იყო და თავისუფლად შეიძლებოდა გადავცვენილიყავით ყველანი. ერთი, მეორე, მესამე ბიჭი წავართვით, მაგრამ ერთი ბიჭი მაინც წაიყვანეს სრულიად უდანაშაულო, ძალის დემონსტრაციისთვის, იმისთვის რომ დაგვაშინონ, რომ თუ ბიჭებს დაიჭერენ ჩვენ დაგვაშინებენ, შევშფოთდებით, გავიქცევით აქედან და მთავარი პრობლემა მოიხსნება. როგორც ჩანს, ეს ახალი მენეჯერის სტილია“, – ამბობს მაკა სულაძე

კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ სოფელ ნამოხვანში ნამოხვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოები დღეს, პოლიციის მობილიზაციის პირობებში განაახლა. სამუშაოების განახლების შესახებ რიონის ხეობის მცველებს, რომლებიც 160 დღეა უწყვეტი პროტესტის რეჟიმში არიან და ღამეს ნამოხვანში, კარავში ათევენ, „ნამახვანჰესის“ პროექტის ახალმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ აცნობა.

რამდენიმე საათია პოლიციას ნამოხვანისკენ მიმავალი გზა ორივე მხრიდან, გუმათსა და ქორენიშში, აქვს გადაკეტილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება უსაფრთხოების მიზნით შეზღუდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]