weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„სინოფარმის“ 100 000 დოზა საქართველოშია – ვაქცინაცია სავარაუდოდ ორ კვირაში დაიწყება

16:08 შაბათი, 03 აპრილი 2021

საქართველოში ჩინური კომპანია „სინოფარმის“ მიერ წარმოებული ვაქცინის 100 000 დოზა დღეს შემოვიდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, სამინისტროს მოლოდინია, რომ აღნიშნული ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას აპრილის შუა რიცხვებში მიიღებს, რის შემდეგაც საქართველოში მისი გამოყენება დაიწყება.

მინისტრის მოადგილის თქმით, „სინოფარმის“ ვაქცინას დღეის მდგომარეობით ათეულობით ქვეყანა იყენებს და 40 მილიონზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული.

„კვლევები, რომელიც ვაქცინის თაობაზეა ჩატარებული, ძალიან კარგ შედეგებს უჩვენებს და ჩვენი მოლოდინი არის, რომ აპრილის შუა რიცხვებისთვის ვაქცინა მიიღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას გადაუდებელი გამოყენებისთვის.

დღეის მდგომარეობით, ვაქცინა ავტორიზებულია მკაცრი მარეგულირებლიდან, უნგრეთის წამლის სააგენტოს მიერ, რაც ჩვენი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში სრულად ჯდება და გვაძლევს პასუხისმგებლობის დაზღვევის საშუალებას ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში.

ვაქცინა ინახება +2 და + 8 გრადუსამდე ტემპერატურულ რეჟიმში, რაც არის რუტინული რეჟიმი იმუნიზაციის პროგრამისთვის და ვაქცინაცია აპრილის მეორე ნახევრიდან, ვფიქრობთ, უკვე იქნება ხელმისაწვდომი ყველა იმ იმუნიზაციის ცენტრში, რომელიც დღეის მდგომარეობით ჩართულია პროგრამაში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის ამოადგილემ.

„სინოფარმით“ აცრის საშუალება ამ ეტაპზე 55 წელს ზემოთ მყოფ პირებს და სამედიცინო პერსონალს ექნებათ.

უნგრეთი პირველი ქვეყანაა ევროკავშირში, რომელმაც „სინოფარმის“ გამოყენება დაიწყო. მანამდე, იანვარში ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩინური კომპანიისგან ვაქცინის 5 მილიონი დოზა შეიძინეს. „სინოფარმის“ გარდა, უნგრეთში „ასტრაზენეკას“, „ფაიზერის“, „მოდერნას“ ვაქცინები, ასევე, რუსული „სპუტნიკი V“-ის გამოიყენება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]