weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიციამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე 12 აქტივისტი 2000 - 2000 ლარით დააჯარიმა

00:26 კვირა, 04 აპრილი 2021

12 ადამიანი, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებს, პოლიციამ სოფელ გუმათში, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო, 2000 - 2000 ლარით დააჯარიმა. ისინი გუმათში, მანქანებში ღამის გასათავად მას შემდეგ დარჩნენ, რაც სამართალდამცველებმა დღის განმავლობაში ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლება არ მისცეს.  

დაჯარიმებულთა შორის არიან ყაზბეგიდან, თბილისიდან და ქუთაისიდან რიონის ხეობისკენ მიმავალი მოქალაქეები.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი მირზა ნოზაძე ამბობს, რომ დაჯარიმების მიზანი პროტესტის მონაწილეთა დაშინებაა.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ და გარკვევით გვქონდა შეთანხმებული, რომ ჩვენი მიზანი არ იყო გუმათთან თავშეყრა, მივდიოდით ნამოხვანის კარვებში ღამის გასათევად. უკვე კვირებია, ნამოხვანის კარვებში ღამის გასათევად ვიკრიბებით და იქ არ გვიზღუდავენ შეკრების თავისუფლებას, „კომენდანტის“ დროსაც. ამ ყველაფრის ცოდნის მიუხედავად, პოლიციამ შეგვაჩერა გუმათთან, ვერ აგვიხსნეს, რატომ არის გზა გადაკეტილი, ვერ გვანახეს ვერანაირი საბუთი, რაც მათ აძლევდა კანონიერ საფუძველს ჩვენი არ გატარებისთვის.

ჩვენი მიზანი იყო შევერთებოდით ვარლამ გოლეთიანს და სხვა აქტივისტებს, რომლებიც პოლიციამ ალყაში მოაქცია. მიუხედავად იმისა, პოლიციას განვუმარტეთ, რომ ღამის გასათევად, ნამოხვანის კარვების და ლეჩხუმის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები ჩვენი მეგობრების გარდა, წასასვლელი არსად გვქონდა, პოლიციამ გადაწყვიტა ჩვენთვის, ყველასთვის შეედგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები“, – განაცხადა მირზა ნოზაძემ.

მისივე თქმით, ოქმებს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

აქტივისტების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს და მათთვის უცნობი მიმართულებით წაიყვანეს. „რეგინფო“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშრდა, სადაც განაცხადეს, რომ დაკავებული არავინაა და სამართალდამცავებმა ერთი პირი გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს. 

3 აპრილს, ინვესტორმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ სოფელ ნამოხვანში, ჰესის მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები საპოლიციო ძალების თანხლებით განაახლა. პოლიციამ გზა ორივე მხრიდან, გუმათსა და ქორენიშში გადაკეტა, რის გამოც შეუძლებელი გახდა ნამოხვანში მყოფი ადამიანების პროტესტს სხვა მხარდამჭერებიც შეერთებოდნენ. გარდა ამისა, სოფელ ნამოხვანში ჩაახშეს ინტერნეტი.

სამუშაოების დაწყებამდე რიონის ხეობის მცველებს „ნამახვანჰესის“ პროექტის ახალდანიშნული დირექტორი, მერაბ ლომინაძე შეხვდა. როგორც მან პროტესტის მონაწილეებს განუცხადა, ამ ეტაპზე მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები განხორციელდება, რაც ხიდისთვის საყრდენების მომზადებას, გზის სამუშაოებს და სამშენებლო ბანაკის მოწყობას გულისხმობს, ხოლო კაშხლის მშენებლობა მანამდე არ დაიწყება, ვიდრე არ მოხდება არსებული კვლევების გადამოწმება.

რიონის ხეობის მცხოვრებლები, რომლებიც უკვე 160 დღეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ პროექტის განხორციელებას, აცხადებენ, რომ მოსამზადებელი სამუშაოები ბუნებას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ისინი ითხოვენ, რომ შეწყდეს ნამახვანჰესის მშენებლობა. 

 

ამ თემაზე:

ნამახვანჰესის სამუშაოები ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევით განახლდა – არასამთავრობოები

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]