როგორც „რეგინფოს“ კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა, დავით მდინარაძემ განუცხადა, 10 და 12 წლის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს ბოძს შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.