weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჯამში აცრილია 11 603 ადამიანი, ეს ცოტაა, დღეში მინიმუმ 3000 აცრა გვჭირდება – გამყრელიძე

14:18 ორშაბათი, 05 აპრილი 2021

„ქვეყანაში ეპიდემიის დამთავრების ერთადერთი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ყოველდღიურად, საშუალოდ 1000 აცრა კეთდება, 5 აპრილის დილისთვის კი სულ აცრილია 11 603 ადამიანი.

„დღეში საშუალოდ გვაქვს 1000 აცრა. გარკვეული ჩავარდნა იყო ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ, ახლა ყოველდღიურად 1000-ზე ოდნავ მეტია, მაგრამ ეს ცოტაა. ამ ეტაპზე გვჭირდება მინიმუმ 3000 აცრა დღეში. ახლა უკვე ვაქცინა არის სამყოფი, არის „ასტრაზენეკა“, არის „ფაიზერი“ და ახლა უკვე შემოგვემატა „სინოფარმის“ ვაქცინა, ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია, გავზარდოთ აცრები“, – თქვა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში უკვე არის ვაქცინების მარაგი და შესაძლებელია, რომ ვაქცინაცია კიდევ გაფართოვდეს.

„ამ კვირაში, ვაქცინაციის საბჭოს სხდომაზე ამაზე კიდევ ვიმსჯელებთ. დღეს გაფართოვდა და უკვე 55 წლის ზემოთ ადამიანები იცრებიან. პირველ საათებში, პარასკევს და შაბათს, დაჯავშნაზე დიდი აქტივობა იყო. მერე ისევ მოეშვა. ახლა აპრილის ბოლომდე 20 000-მდე ჯავშანია გაკეთებული. უფრო მეტია საჭირო, რომ სწრაფი ტემპებით ვიაროთ წინ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო და ამ ეტაპზე სამედიცინო პერსონალსა და 55 წლის გადაცილებულ მოქალაქეებს ცრიან. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის 29 250, „ასტრაზენეკას“ 43 200  და „სინოფარმის“ 100 000 დოზაა შემოსული. „სინოფარმით“ ვაქცინაცია სავარაუდოდ აპრილის შუა რიცხვებში დაიწყება, მას შემდეგ, რაც ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]