„მიუღებელი, დასჯადი და საზიზღობაა, როდესაც ადამიანებს მასობრივად აწამებდნენ და აუპატიურებდნენ ციხეებში. ცოცხი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო და თუ ვინმე მიუტანთ მათ და შეახსენებს, რას წარმოადგენენ... მე არ მითქვამს, რომ მისაღები ან მიუღებელია, არ ვახალისებ. გითხარით, რომ ქმედება იწვევს უკუქმედებას - თუ მოიქცევიან ადეკვატურად და ცივილიზებულად, პასუხიც ისეთივე იქნება“, – განაცხადა სუბარმა.
გუშინ, ბათუმში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ოპოზიციური პარტიების, ასევე მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისებთან მივიდნენ ცოცხებით, რომელზეც სხვადასხვა პარტიის ლიდერის ფოტოები იყო გამოსახული. ამ ფორმით ისინი წინა დღეს ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით, „სირცხვილიას“ აქტივისტების აქციას გამოეხმაურნენ. აქტივისტებმა მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვოლსკის შეურაცხმყოფელი ჟესტიც გააპროტესტეს და პარტიის ოფისთან იგივე შინაარსის სტიკერები გააკრეს.
„ერთიანი ნაიონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანზიაციის ლიდერის, გიორგი კირთაძის თქმით, კონტრაქციაში საჯარო მოხელეებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის მერიის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კონტრაქციის მონაწილეები პარტიულ დავალებას ასრულებდნენ.