weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ეს ჩვენგან წახალისებული არ არის, ქმედება იწვევს უკუქმედებას – სუბარი ცოცხების აქციაზე

16:25 ორშაბათი, 05 აპრილი 2021

„თუ არ ვცდები, ნიუტონის მესამე კანონია, ქმედება რომ იწვევს უკუქმედებას. ეს მარტო ფიზიკაში და მექანიკაში კი არა, ზოგჯერ ადამიანთა საზოგადოებაშიც მოქმედებს. ეს ჩვენგან წახალისებული არ არის“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა გუშინ, ბათუმში გამართულ კონტრაქციაზე, რომლის ფარგლებშიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ოპოზიციურ პარტიების ოფისებთან ცოცხებით მივიდნენ.

„მიუღებელი, დასჯადი და საზიზღობაა, როდესაც ადამიანებს მასობრივად აწამებდნენ და აუპატიურებდნენ ციხეებში. ცოცხი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო და თუ ვინმე მიუტანთ მათ და შეახსენებს, რას წარმოადგენენ... მე არ მითქვამს, რომ მისაღები ან მიუღებელია, არ ვახალისებ. გითხარით, რომ ქმედება იწვევს უკუქმედებას - თუ მოიქცევიან ადეკვატურად და ცივილიზებულად, პასუხიც ისეთივე იქნება“, – განაცხადა სუბარმა.

გუშინ, ბათუმში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ოპოზიციური პარტიების, ასევე მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისებთან მივიდნენ ცოცხებით, რომელზეც სხვადასხვა პარტიის ლიდერის ფოტოები იყო გამოსახული. ამ ფორმით ისინი წინა დღეს ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით, „სირცხვილიას“ აქტივისტების აქციას გამოეხმაურნენ. აქტივისტებმა მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვოლსკის შეურაცხმყოფელი ჟესტიც გააპროტესტეს და პარტიის ოფისთან იგივე შინაარსის სტიკერები გააკრეს.

„ერთიანი ნაიონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანზიაციის ლიდერის, გიორგი კირთაძის თქმით, კონტრაქციაში საჯარო მოხელეებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის მერიის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კონტრაქციის მონაწილეები პარტიულ დავალებას ასრულებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]