weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო სხდომა 8 აპრილს ჩაინიშნა

17:32 ორშაბათი, 05 აპრილი 2021

თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 აპრილისთვის ჩაინიშნა პროცესი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე. როგორც პატიმრის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, უცნობია, იმსჯელებს თუ არა მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გადასინჯვაზე.

„ილუზია არავის გვაქვს, რომ სასამართლოში მიიღება გადაწყვეტილება. დიდი ალბათობით, 8 აპრილს მოვისმენთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ნიკა მელიას გაათავისუფლებენ უკანონო პატიმრობიდან, თუ იგი დარჩება პოლიტიკური პატიმრობის ქვეშ. თუკი ამას კანონის თვალით შევხედავთ, არ არსებობს 1% იმისა, რომ მოსამართლემ მიიღოს ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება“, – თქვა კონდახაშვილმა „მთავარ არხთან“.

ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარე ახალ მტკიცებულებებს წარადგენს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლებიც გამოვლინდა სასამართლო პროცესის შემდგომ, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს და ერთმნიშვნელოვანს გახდის ნიკა მელიას საქმის პოლიტიკურ მოტივაციას და პოლიტიკური დევნის ფაქტებს დაადასტურებს. რა კონკრეტულ მტკიცებულებებზეა საუბარი, ეს დაცვის პოზიციისდან გამომდინარე, უშუალოდ სასამართლო პროცესზე გაჟღერდება“, – თქვა კონდახაშვილმა.

ნიკა მელია 23 თებერვალს, პარტიის ოფისში, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მანამდე, 17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით იმ მოტივით მიმართა, რომ ნიკა მელიამ გირაოს სახით შეფარდებული 40 000 ლარის გადახდაზე უარი თქვა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს პროკურატურა 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო - 30 000 ლარი შეუფარდა, 2 ივლისის განჩინებით კი მის მიმართ დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი (სამაჯური). გირაოს თანხა მელიამ სრულად გადაიხადა, თუმცა 2020 წლის პირველ ნოემბერს, აქციაზე მან დემონსტრაციულად მოიხსნა სამაჯური. ამის გამო, 3 ნოემბერს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მას 40 000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა. გირაოს გადახდის ვადა ისე ამოიწურა, რომ ნიკა მელიას სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე თანხა არ შეუტანია. ამის შემდეგ პროკურატურამ პარლამენტს მიმართა და მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერება მოითხოვა. პარლამენტმა საკითხს მხარი დაუჭირა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]