weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

წელსაც მოგვიწევს მოკრძალებულად აღვნიშნოთ აღდგომის დღესასწაული – ტიკარაძე

18:04 ორშაბათი, 05 აპრილი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, ჩაიკეტება თუ არა ქვეყანა აღდგომის დღესასწაულისთვის. ეკატერნე ტიკარძის თქმით, დღეისთვის, რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევებს ლოკალურ დონეზე ჩაკეტვით მართავენ.

„ინფექცია მატულობს, მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა, როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ჯერ ჩვენ არ გვაქვს სახტომოსებური ზრდა. ინტენსიურად მივმართავთ რეგიონებში ლოკალურ დონეზე ინფექციის მართვას და გვაქვს იმედი, რომ ეს იქნება შედეგიანი, რაც თავიდან აგვაცილებს გლობალურ ჩაკეტვას, ვინაიდან ეს არ არის სახელმწიფოს მიზანი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში მაქსიმალურად, რაც შეიძლება დიდხან იქნეს შენარჩუნებული. ჩვენ წელსაც მოგვიწევს მოკრძალებულად აღვნიშნოთ აღდგომის დღესასწაული, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ჩაკეტვის გზას, ამ ეტაპზე, ჩვენ არ მივმართავთ და შევძლებთ ვმართოთ ინფექცია ისე, რომ არ დაგვჭირდეს გლობალური ჩაკეტვები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

დღეს, 5 აპრილს, 24 საათში ჩატარებული 9211 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]