„რეკომენდირებულია, რომ ბავშვები და ის მოზრდილები, ვისაც ამა თუ იმ სახის ქრონიკული დაავადებები აქვთ, მოერიდონ გარეთ ყოფნას და იყვნენ სახლებში. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ მარტივი პირბადე“, - აღნიშნა სერგეენკომ.
მაშველებისა და მოსახლეობისთვის რესპირატორებისა და პირბადეების მიწოდებას ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ტყის ხანძრის შემთხვევაში შემდეგ რეკომენდაციებს ავრცელებს:
- ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები და მოზრდილები მოერიდეთ გარეთ გასვლას და ხანძრით განპირობებული დაბინძურებული ჰაერისა და ჭვარტლისგან თავის დასაცავად, გამოიყენეთ პირბადე;
- ჰაერის მაღალი ხარისხით დაბინძურების დროს დარჩით შენობაში. შეინარჩუნეთ დაბალი ტემპერატურა და არ გააღოთ ფანჯრები;
- უზრუნველყავით ჰაერის დაბინძურების ყველა წყაროს ლიკვიდაცია, კერძოდ: სიგარეტის გამონაბოლქვი, ღუმელის გამოყენება, აეროზოლის მიმოფრქვევა, საკვების შეწვა; რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პირებმა, გამოიყენეთ რესპირატორი.
რჩევები მოსახლეობის ყველა მოწყვლადი ჯგუფისთვის არის გათვალისწინებული, კერძოდ, ასთმის, კარდიოვასკულური და სხვა რესპირატორული დაავადებების მქონე პირებისთვის, ხანდაზმულების, ბავშვებისა და ორსულებისთვის. ასევე, მწეველებისა და მეხანძრეებისთვის.
სოფელ დაბასთან ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ, რასაც ხელს ძლიერი ქარი უშლის. სამუშაოებში საქართველოს და აზერბაიჯანის sამი ვერტმფრენია ჩართული. ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არის.