weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში „კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით აქციაზე 2 ადამიანი დააჯარიმეს

01:22 სამშაბათი, 06 აპრილი 2021

ბათუმში, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით გამართული აქცია-მსვლელობის დროს, პოლიციამ მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოლომონ ბაჯელიძე 2000 ლარით დააჯარიმა.

„სირცხვილიას“ წამომადგენლების განცხადებით, სამართალდამცველებმა სოლომონ ბაჯელიძე პოლიტიკური ნიშნით დააჯარიმეს.

„პოლიციელებმა „სოლომონ, სოლომონის“ ძახილით შეაჩერეს და გადასცეს ჯარიმა. პროვოკაციულად რამდენიმე ადამიანი შემოერტყა გარშემო, გადასცეს ჯარიმა, ელოდებოდნენ, როდის წამოვეგებოდით ამ პროვოკაციაზე, ელოდებოდნენ, რომ ჩვენი მხრიდან ამას რაიმე ინციდენტი მოჰყვებოდა, მაგრამ არ ავყევით და მშვიდობიანად გამოვედით“, – ამბობს „სირცხვილიას“ წევრი თამარ კურატიშვილი.

ბათუმში სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. მათ აღნიშნული შეზღუდვის დარღვევით „სირცხვილიას“ ოფისიდან მსვლელობა დაიწყეს, რომელიც აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან დაასრულეს. მსვლელობის მონაწილეთა თქმით, ისინი იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც უკან ბრუნდებოდნენ.

„აქცია დავასრულეთ მშვიდობიანად, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, მოვტრიალდით მშვიდობიანად. პოლიციელებმა კონკრეტულად მე გამომარჩიეს და მითხრეს, რომ „კომენდანტის საათის“ დარღვევის გამო ვიყავი დაჯარიმებული. ამ აბსურდს არ შევასრულებინებ და ეს ადამიანები ასეთი ქმედებებისთვის წარსდგებიან სათანადო ორგანოებში“, – თქვა ბაჯელიძემ ჟურნალისტებთან.

ადგილზე იმყოფებოდა აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მაღრაძე, რომელმაც განმარტა, რომ ყველა დაჯარიმდება, ვინც კანონს არღვევს.

კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით აქცია ბათუმში შაბათსაც გაიმართა. მაშინ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]