weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლაგოდეხის სოფელ კაბალში 35 წლის მამაკაცი დაჭრეს

11:00 სამშაბათი, 06 აპრილი 2021

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში დანით 35 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, ერთ-ერთ რესტირანში მოხდა.

დაჭრილი კლინიკა „არქიმედეში“ გადაიყვანეს. ექიმის თქმით, კლინიკაში შეყვანის დროს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. მას მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა ჰქონდა და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული ა.მ. ყვარელში დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ ე.ი.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]