weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კოვიდის 897 ახალი შემთხვევიდან თბილისში 463 დადასტურდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 96

11:22 სამშაბათი, 06 აპრილი 2021

დღეს, 6 აპრილს, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 463 შემთხვევა თბილისშია. რეგიონებიდან ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთში ფიქსირდება, ხოლო ყველაზე ცოტა სამცხე-ჯავახეთში.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ინფიცირების 96 ახალი შემთხვევა დადასტურდა, იმერეთში - 88, აჭარაში - 83, ქვემო ქართლში - 41, შიდა ქართლში - 32, გურიაში - 31, მცხეთა-მთიანეთში - 24, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 19, კახეთში - 19, სამცხე-ჯავახეთში - 1.

ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 5580 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 3719 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 1892 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 911, აჭარაში - 286, იმერეთში - 293;
  • 269 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

დღეის მდგომარეობით, 357 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 62 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]