weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დაბადების დღისთვის ფართის გაქირავებისთვის გამქირავებელი 10 000 ლარით დაჯარიმდება

14:32 სამშაბათი, 06 აპრილი 2021
ფოტოზე - ბექა ფერაძე ფოტოზე - ბექა ფერაძე

სოციალური ღონისძიებების, მათ შორის, ქორწილების, დაბადების დღეებისა და ქელეხების გამართვაზე რეგულაციები და კონტროლი მკაცრდება. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაბამისი ცვლილება მთავრობის დადგენილებაში შევა.

ცვლილების მიხედვით, ფართის იჯარით გაცემისას გამქირავებელი ვალდებული იქნება, დამქირავებელს ხელშეკრულებაში ჩაუდოს პირობა, რომ აღნიშნული ფართის გამოყენება არ უნდა მოხდეს სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით. ამასთან, თუ გამქირავებლისთვის ცნობილი გახდება, რომ დამქირავებელი ფართს სოციალური ღონისძიების გასამართად იყენებს, ის ვალდებული იქნება, ამის შესახებ შრომის ინსპექციას შეატყობინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალური ღონისძიების ჩატარების ფაქტის აღმოჩენის შემდეგ, გამქირავებელი 10 000 ლარით დაჯარიმდება, კანონდარღვევის გამეორების შემთხვევაში კი, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

ბექა ფერაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მფლობელები ფართებს სოციალური ღონისძიებების გამართვის მიზნით აქირავებენ, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი ჯარიმდება მოიჯარე ფიზიკური პირი – 2 ათასი ლარით, რაც ხალხმრავალი ქორწილების, დაბადების დღეებისა თუ ქელეხების მოწყობის პრევენციას სათანადოდ ვერ ახდენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]