weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

1280 ლარის ქრთამად აღების ბრალდებით სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

15:08 სამშაბათი, 06 აპრილი 2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ხულოს სატყეო ადმინისტრაციის თანამშრომელი დააკავეს. იგივე ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი.

სუს-ის მტკიცებით, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა ხე-ტყის ჭრის კანონიერების დამადასტურებელი მონაცემების გადაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 1280 ლარი. სუს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებულების დაკავება თანხის გადაცემის დროს მოხდა.

საქმეს ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით იძიებს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]