weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ღამით მოძრაობაზე შეზღუდვის მოხსნა აბსოლუტურად გაუმართელებელია – გაბუნია

15:34 სამშაბათი, 06 აპრილი 2021
ფოტო აქციიდან © civil.ge ფოტო აქციიდან © civil.ge

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე საჯარო სივრცეში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, აბსოლუტურად გაუმართლებელია.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, დღეს ეპიდემიოლგიური სიტუაცია არის უკიდურესად სარისკო.

„ამდენად, ღამით მოძრაობის შეზღუდვა არის ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი, რომელიც ჩვენ შემთხვევების უკონტროლო მატების და მობილობის კონტროლის საშუალებას გვაძლევს. ასე რომ, წმინდა ეპიდემიოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ამ შეზღუდვის მოხსნა არის აბსოლუტურად გაუმართელებელი.

ვფიქრობ, რომ სამოქალაქო საზოგაოდება უნდა იყოს პირველი, რომელიც თავად დაუჭერს მხარს საზოგადოებაში ეპიდემიის გავრცელების რისკების შემცირებას და არ შეუწყობს ხელს, რომ პირიქით, ამ მეტად საფრთხილო სიტუაციაში რისკების ესკალაცია მოხდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში 2020 წლის 26 ნოემბრიდან ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს და მისი დარღვევისთვის ჯარიმა 2000 ლარია.

ბოლო თვეებში აღნიშული შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების მონაწილეობით არაერთი საპროტესტო აქცია თუ მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ამ ხნის განმავლობაში მთავრობამ საზოგადოებას ვერ დაანახა, რა გავლენა აქვს ე.წ. კომენდანტის საათს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

გადაადგილებაზე შეზღუდვის მოსხსნისკენ მთავრობას არასამთავრობო ორგანიზაციებიც მოუწოდებენ, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ მისი ამ ფორმით არსებობა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]