weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სვანეთში ეგხ „კავკასიონის“ დაზიანების გამო აფხაზეთში ენერგომომარაგება შეეზღუდათ

22:16 სამშაბათი, 06 აპრილი 2021

სვანეთში, ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონის“ ავარიულად გამორთვის გამო აფხაზეთში ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებათ. კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზი ჭუბერის უღელტეხილთან დაზიანდა – სადენებს ზვავისგან მოგლეჯილი ხეები დაეცა.

6 აპრილს „ჩერნომორენერგომ“ Facebook-ზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ავარიის შედეგად აფხაზეთის ენერგოსისტემაში დაახლოებით 100 მეგავატის დეფიციტი შეიქმნა, რის გამოც აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდებას სამ საათში ერთხელ ერთი საათით უზღუდავენ.

„ჩერნომორენერგოს“ ცნობით, საქართველოს საგანგებო სამსახურები დღის განმავლობაში ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოებს აწარმოებდნენ. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ ელექტროენერგია კვლავ შეზღუდვით მიეწოდებათ.

500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონის“ სიგრძე 405 კილომეტრია და საქართველოსა და რუსეთის ენერგოსისტემებს აკავშირებს. ის ერთადერთი ელექტროგადამცემი ხაზია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ზაფხულში საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებზე გამომუშავებული ჭარბი ელექტროენერგიის რუსეთში გატანა, ხოლო ზამთარში რუსეთიდან დეფიციტის შევსება.

ენგურჰესზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, რომელიც იანვრის ბოლოს დაიწყო და მაისში დასრულდება, აფხაზეთის ენერგომომარაგება რუსეთიდან ხორციელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]